1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატება

მოცდის დროის შემცირების მიზნით, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატება. ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, სწავლის დაწყებასთან ერთად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი, სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მეტროს ორი შემადგენლობის დამატების შესახებ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროს 4 ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება ახმეტელი-ვარკეთილის მიმართულებას, ხოლო სამ ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება საბურთალოს ხაზს. დამატებითი შემადგენლობები მოცდის დროს 3 წუთამდე შეამცირებენ.

„მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცვლილებების შეტანას. ძალიან ბევრი მგზავრი გადაჰყავს მეტროს და დღეს პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ ლოდინი, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიანად განახლებას, მეტროს დაემატება სამი ოთხ ვაგონიანი ახალი შემადგენლობა, რომელიც იმოძრავებს მეტრო ახმეტელი- ვარკეთილის ხაზზე და ერთი სამ ვაგონიანიშემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება, მოცდა შევამციროთ სამ წუთამდე,“-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები