0 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტებად რეგისტრირებულები, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალათ.

სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, დაუშვებელია ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის, სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო - სამეურნეო მანქანის დამხმარე საშუალებების, მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით.

გამონაკლისია ის შემთხვევა თუ პირი საცხოვრებლად ან ადგილსამყოფლად  იგირავებს უძრავ ქონებას,  თუმცა,  თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის სასარგებლოდ 2 იპოთეკაზე მეტია რეგისტრირებული, ხელშეკრულებაში  შეზღუდვა მოქმედებს.

ასევე კერძო გამსესხებელს აღარ შეუძლია მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. ეროვნული ბანკის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა გახდა.

კიდევ ერთი ცვლილება ლარით ფასდადებას ეხება. მაგალითად,  განვადების ან ლიზინგისას, თუ დაფინანსების თანხა 100 000 ლარზე ნაკლებია, არ შეიძლება უცხოურ ვალუტაზე იყოს მიბმული ან ინდექსირებული. 

ამასთან, უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში კრედიტორმა  ფულადი სახსრები მსესხებელზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნდა გასცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები