1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხიდის ჩამონგრევის გამო, იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორმის შედეგად, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე იტალიის შესაბამის უწყებებთან.

ადგილობრივი დროით 15:30 სთ-ის მონაცემებით, გარდაცვლილია 20, დაშავებულია 13 ადამიანი. იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (Sala crisi) ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობენ.

ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. დღეს საღამოს გენუაში გაემგზავრება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 8879123“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები