1 7 : 5 8
 | 

საზოგადოება

,, 8 თვის ბავშვი ლამის კისერში გადატეხა" - საბავშვო ბაღ „პირველი ნაბიჯის“ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

"ფეისბუქზე" საბავშვო ბაღში დამონტაჟებული ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი 8 თვის ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

"ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს , რომელიც არის 8 თვის... მივიყვანეთ ბაგა ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში , დიდ დიღომშია. ელენიკოს ექცევა “ამღზრდელი” უკანასკნელად ბავშვს იმხელაზე გადააგდებინს თავი უკან ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა გამაგებინეთ , რომ ასე მოქცეს “ადამიანი” . გთხოვთ გააზიაროთ და ყველამ იცოდეს , რომ სანდო ადამიანები აღარ არსებობენ... 

მადლობა წინასწარ..."-წერს "ლილუ ელი" სოციალურ ქსელში

საბავშვო ბაღ „პირველი ნაბიჯის“ აღმზრდელი, რომლის შესახებაც მშობელმა „სოციალურ ქსელში“ ვიდეო გამოაქვეყნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ვიდეომასალა, რომელშიც მათი თქმით, აღმზრდელი ბავშვს აჯანჯღარებს, მშობლებს თავად მიაწოდეს. 

„ჩანაწერი, რომელიც მშობელს ჰქონდა, მივაწოდეთ ჩვენ, რათა შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ბაღის თანამშრომელი იმავე დღეს გავათავისუფლეთ. შესაბამისი ზომები მივიღეთ და მივაწოდეთ პოლიციას. შემთხვევა მოხდა 8 აგვისტოს“, - განაცხადეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები