0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ხმა ჩაიწყვიტეთ!არავინ გაბედოს ჩემზე გადაბრუნებული სიტყვის თქმა! ვიღაცებს მინდა გავახსენო და სამუდამოდ დავამახსოვრო…”- დოლიძე

კინოსა და თეატრის რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“ვიღაც-ვიღაცებს მინდა გავახსენო და სამუდამოდ დავამახსოვრო: 1993 წელს სწორედ მე წავიყვანე იმ ავბედითი მატარებლით 1750 ქალი აფხაზეთისკენ!!! ხმა ჩაიწყვიტეთ!
არცერთმა არ ვიცოდით, ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა!
არც ამისტები, არც იმისტები!
ჩვენ ყველა საქართველოს გადასარჩენად წავედით იქ!
დიახ, სწორედ აფხაზებმა ბრძანეს, პირველი, ვისაც დაველაპარაკებით, ქეთი დოლიძე იქნება, რადგან ჩვენც გამოგვიწოდა ხელიო!!!!!
ქვეყნის გაერთიანება არასდროს მოხდება, სანამ დამნაშავეები, რომლებიც გუშინწინ ყველა სიავეზე აწერდა ხელს, არ დაისჯებიან!
არავინ გაბედოს ჩემზე გადაბრუნებული სიტყვის თქმა!
ჩემისთანა ცხოვრება მოილიეთ უკან და მერე მელაპარაკეთ!
უყურე ამათ!
8 აგვისტო თენდება და და ბატკნებივით სასაკლაოზე გაშვებული ბიჭების ხსოვნა იყოს!
არასდროს ვაპატიებ წითელ ხიდისკენ გაქცეულ ნაგვებს და მტვერში მოხოხიალე მთავარსარდალს საქართველოს დამცირებას!
კარგად ბრძანდებოდეთ!!!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები