2 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა, 68 წლის ქალბატონმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა. 

როგორც "აქცენტს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალბატონმა რესტორანში 350 კაცი დაპატიჯა, თუმცა მათ წინასწარ არ უთხრა, თუ რასთან დაკავშირებით ეპატიჟებოდა. 

რესტორანში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა საკუთარი ქელეხი წინასწარ გადაიხადა. 

"შეკრებილ სანათესაოსა და საახლობლოს გვითხრა, მე დაუოჯახებელი, მარტოხელა ქალი ვარ, რომ გარდავიცვლები არ ვიცი ვინ რას გამიკეთებს და წინასწარ ვიხდი ქელეხსო. ჩვენთან წესია, როცა ქელეხია, ყველა რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმდენ თანხას ვაძლევთ ხოლმე ოჯახს, თუმცა ქალბატონმა მერიმ ამაზეც უარი განაცხადა" – განუცხადეს "აქცენტს" ადგილობრივებმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები