1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციელი სამსახურებრივი ავტომობილით არხში გადავარდა

ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციის კუთვნილი ავტომობილით სანიაღვრე არხში ჩავარდა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს განუცხადეს, შემთხვევა ბაღდათში, 3 აგვისტოს დაახლოებით 01.35 სთ-ზე საირმის გზაზე მოხდა. 

"ბაღდათის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მართავდაა სამსახურეობრივ მანქანას, ე.წ პოლიციის პიკაპს, ქუჩაში მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა სანიაღვრე არხში. რა თქმა უნდა, შემთხვევის ფაქტი არ შეუტყობინებიათ შსს-ს შესაბამის სამსახურებისათვის და აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით, დროულად ამოიყვანეს სანიაღვრე არხიდან გამვლელი მოქალაქეების საშუალებით,"-განუცხადეს ახალი ამბების სააგენტოს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი სამსახურებრივ მანქანას მეწყვილესთან ერთად მართავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები