1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თუ არ მოისვენებენ ისინი, ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში," - მეუფე იაკობი

„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე,“ - ეს განცხადება მეფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გააკეთა. მღვდელმთავარი ამ განცხადებით იმ სასულიერო პირის ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც დეკანოზის უდანაშაულობაზე საუბრობენ. კითხვაზე, "ფიქრობს თუ არა პატრიარქიც, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში დამნაშავეა," მეუფე იაკობი აცხადებს რომ პატრიარქიც დამნასავედ მიიჩნევს დეკანოზს.

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სინამდვილეში ის არანაირი გავლენით საპატრიარქოში არ სარგებლობს. მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატყუარა ადამიანად მოიხსენიებს.

გარდა ამისა, მეუფე იაკობი სასულიერო პირების იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლებმაც თქვეს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე  საგანგებო შეკრება უნდა შედგეს. მეუფე იაკობი მათ გაფრთხილებას აძლევს.

„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში,“-განაცხადა მეუფე იაკობმა და დაადასტურა, რომ სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებს.

მეუფე იაკობი ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს დეკანოზის მოთხოვნის გაზიარებას და ციხეში მის მოსანახულებლად შესვლას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები