1 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"იტალიაში მინდოდა წასვლა, ვენეციის ნახვა, არ გამოვიდა...ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან" - ძლიერი წვიმა და დატბორილი ქუჩები ფოთში

ფოთ­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­იტ­ბო­რა. წყალ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ველ სარ­თუ­ლებ­ზე შე­აღ­წია. ათო­ბით ოჯახს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა და ავე­ჯი გა­უ­ნად­გურ­და. 

ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში დატბორილი ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს და თან, იუმორნარევ სტატუსსაც აქვეყნებს:

"შვებულებაში რომ ვარ, კი იცით. იტალიაში მინდოდა წასვლა, ვენეციის ნახვა, არ გამოვიდა...ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან.

 აივანზე გამოსულს, ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. ბოლოს, ასეთი წყალდიდობა, ჩემს სოფელში ვნახე, რიონმა დამბა რომ გაარღვია. არ მაქვს დენი და წყალი. თუ დიდი ხარი არ გამოვჩნდი, მომიკითხეთ, ან სამაშველოს გამოუძახეთ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები