1 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილო კონტრაბანდული ოქრო ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილოგრამზე მეტი კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობები ამოიღო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

ხოლო ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 11,2 კგ. ოქროს ნაკეთობების ღირებულება 670 000 ლარს აღემატება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები