0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამერიკის საელჩოს განცხადება

"მადლობას გიხდით თანადგომისათვის. პატივს მივაგებთ სმიტების ოჯახის ნათელ ხსოვნას" - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აშშ-ს საელჩოსთან გუშინ საღამოს რიგითი მოქალქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც მიიტანეს ყვავილები, სანთლები დაანთეს და ამ ფორმით ამერიკელი მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მწუხარება გაიზიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები