2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცოლ-ქმარის ცხედრების შემდეგ, ხადას ხეობაში მათი შვილის ცხედარიც იპოვეს

ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია  დუშეთის გამგებელმა  ზურაბ სეხნიაშვილმა დააუდასტურა.

მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანის ცხედარი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

როგორც სეხნიაშვილმა განაცხადა, ადგილი სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა, რომელიც მისი ინფორმაციით, დაკავებულია.

საუბარია ახალგაზრდა მწყემსზე.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები