2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რას აბობს ანა მარგველაშვილი მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე

საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გახდა მათი ოჯახის წევრის, მინიდია გოგოჭურის დაჭრის მოტივი.  ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა. მომხდარზე გუშინ ღამე ჟურნალისტისგან გავიგე ინფორმაცია. არ ვიცი, ვინმესთან, თუ ჰქონდა კონფლიქტი, არ გამიგია. ამის თაობაზე ჯერ არც მინდიასთან მისაუბრია,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პრეზიდენტის სიძეს ქვემო კიდურის მიდამოებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები