1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქალაქში, 2 ლოკაციაზე გამოჩნდა ქუჩის ინსტალაცია - „facebook - ის ცოცხალი პოსტი“

ხშირად მოვლენები მეტ ყურადღებას იქცევს სოციალურ ქსელში, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.  

5 ივლისს 18:00სთ-დან 20:00სთ-მდე World Vision - ი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით  ვაკის პარკისა და თავისუფლების მეტროს ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე აწყობს ქუჩის ინსტალაციას „facebook - ის ცოცხალი პოსტი”. 

ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ხშირად მოვლენები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს სოციალურ მედიაში, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. გვსურს საზოგადოება დავაფიქროთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რეალურ პრობლემებზე.

დღესდღეობით საქართველოში დაახლოებით 2000 დან 2500 -მდე ქუჩაში მცხოვრები ბავშვია. World Vision საქართველო ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის #ესარარისჩემი არჩევანი ფარგლებში მიზნად ისახავს ქუჩებში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არსამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების დახმარებით. 

სამი დღისა და 24 საათიანი ცენტრების საშუალებით World Vision -ი დღეში 90 -მდე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს ეხმარება. ცენტრების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები