0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძლიერი სიცხეების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ გუშინ ისტორიულ პიკს მიაღწია

ძლიერი სიცხეების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ გუშინ ისტორიულ პიკს მიაღწია. „საქართველოს ელექტრო სისტემის“ ინფორმაციით, დაფიქსირდა ათას 920 მეგავატის მოხმარება, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მნიშვნელოვნად აღემატება.

„დაფიქსირდა 12%-იანი ზრდა. ყოველწლიურად ფიქსირდებოდა 5-6% ზრდა. არსებული ფაქტი თუ მომავალ წელსაც გაგრძელდება და ალბათ იქნება მსგავსი, ჩვენ შესაბამისად უნდა ავუწყოთ ფეხი და მივყვეთ ჭარბ მოხმარებას,“ -ამბობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი ლევან აიწურაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები