0 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინოდა, ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია.

 მან სრულიად შეგნებულად, თავად დათმო საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

 გუშინ, მან სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებებით პირველად მოითხოვა მოქალაქეობის აღდგენა, რაზეც რეაგირებაც შესაბამისია - ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა“ - განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები