1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აქტიური და მოქნილი ხართ. შეიძლება სპორტის ექსტრემალურმა სახეობებმა გაგიტაცოთ. კარგი დღეა ბიზნესიდეების განსახორციელებლად. 

კურო
შეგიძლიათ ორიგინალური იდეა განახორციელოთ, თუ კარგად გაქვთ დაგეგმილი და შეფასებული. მეტად გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. საღამოს სიმშვიდე და კომფორტი მოგინდებათ. 

ტყუპი
ნუ შეუშინდებით დამატებით სამუშაოს, გონებრივ და ფიზიკურ აქტიურობას. კარგი დღეა ახალ პროექტში ჩასართავად. სიამოვნებას მოგანიჭებთ გადაადგილება, კონტაქტები, თვალსაწიერის გაფართოება. 

კირჩხიბი
სასიამოვნო ცვლილებები გელით. კარგი დღეა სპორტულ აქტიურობაში ჩასართავად. იყავით მეტად აქტიური და გახსოვდეთ, წარმატებამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ. 

ლომი
იყავით მეტად გახსნილი და ნუ დაიმახსოვრებთ წყენას. მეგობრებისგან სასიამოვნო შემოთავაზებას მიიღებთ. კარგი დღეა ორიგინალური იდეების განსახილველად. რაც უფრო აქტიური იქნებით, მით მეტად გაიხალისებთ ცხოვრებას. 

ქალწული
კარგი დღეა სიახლეების დასანერგავად, ექსპერიმენტების ჩასატარებლად. განაახლეთ კომპიუტერული პროგრამები. დაუმეგობრდით კოლეგებს. დასაშვებია ზომიერი ფიზიკური აქტიურობა. 

სასწორი
რაც უფრო ენერგიულად შეუდგებით საქმეების მოგვარებას, მით სწრაფად და წარმატებულად დაასრულებთ. სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ჰობი დაგეხმარებათ. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდა-განათლებას. 

მორიელი
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად. მარტივად მოძებნით კრიზისიდან გამოსასვლელ გზას. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სამეცნიერო-ტექნიკური სფეროებისადმი. ახალ თანამშრომლებს მუშაობისას გამოცდით. 

მშვილდოსანი
გადაადგილებების, შეხვედრებისა და თვალსაწიერის გაფართოების დღეა. ღიმილით და მეგობრულობით განაიარაღებთ მეტოქეს. 

თხის რქა
სწრაფი რეაქცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ. ზოგიერთი განაახლებს პროგრამებს, ზოგი ახალ კომპიუტერულ ტექნიკას შეიძენს. დღეს უმჯობესია, კაბინეტიდან გამოხვიდეთ და დაქვემდებარებულების ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთ გაერკვეთ. 

მერწყული
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვილ საქმეებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. შეიძლება მონაწილებობა მიიღოთ სპორტულ შეჯიბრებაში. ჩაერთოთ ორიგინალურ აქციაში. დღეს მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფების სიყვარულის მოპოვებას. 

თევზები
დაივიწყეთ წარსული უსიამოვნებები და პოზიტიურად განეწყვეთ. დღეს ზედმეტი ვალდებულებებით უნდა დაიტვირთოთ თავი. არ გაგიჭირდებათ კარგი სპეციალისტების, ოსტატების მოძებნა და მათი დახმარებით სასურველის მიღწევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები