0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იმდენი ხანი გასტანა ჩემმა მდუმარებამ, მგონი, ბოლოს ყველას დაავიწყდა, რომ მეც დაზარალებული ვიყავი - ლევან დადუნაშვილის დედა

იმდენი ხანი გასტანა ჩემმა მდუმარებამ, მგონი, ბოლოს ყველას დაავიწყდა, რომ მეც დაზარალებული ვიყავი,“ - ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

საგამოძიებო კომისიის წევრები ლევან დადუნაშვილის დედას უსმენენ. მისი თქმით, ოჯახი თავდაპირველად არ გეგმავდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუმცა, შემდეგ ყველა პროცესში ჩაერთვნენ.

„ლევან დადუნაშვილი, ჩემი შვილი, მომხდარ კონფლიქტში, გინდათ, ბრმა დაარქვით, გინდათ შემთხვევითი, არც სკოლის შემდეგ, არც სკოლის წინ, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ამ გზით დადიოდა სახლში და ეტყოდა ჩვეულებრივ წამოვიდა სახლისკენ და შესულია შემთხვევით, ბოლო მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ჩხუბში ლევანი ასე ბრმად არ შევიდოდა, ალბათ, ვინმე დაინახა ან ძმაკაცი, ან ნაცნობი,“ - განცხადა დადუნაშვილის დედამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები