0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკებში გარემოვაჭრეებისთვის ჯიხურები დაიდგმება.

ამ საკითხის მოგვარება პარკების ადმინისტრაციას და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს დაევალა.

“არსებულ სოციალურ ფონზე, გარე ვაჭრობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ალბათ ყველას გინახავთ სკვერებსა და პარკებში სხვადასხვა ნივთებითა და სათამაშოებით მოვაჭრე ქალები. ისინი წლებია ვაჭრობენ ამ ადგილებში და მათთვის ყოველ გაყიდულ ნივთს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამის გათვალისწინებით, მინდა დავავალო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბაღების ადმინისტრაციებს, რომ უზრუნველყონ მოვაჭრეებისთვის სპეციალური სავაჭრო ადგილების გამოყოფა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები