1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დატბორილია

ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 205 შეტყობინება. ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფოტოების ავტორი: ალეკო შარვაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები