1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

20 წლის ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული – მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, რასაც დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად დაადასტურებს.

როგორც ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, 33 ჭრილობა, რომელიც 20 წლის ნაცვლიშვილს აქვს მიყენებული, დანით არაა განხორციელებული და გამოძიებამ სხვა იარაღები უნდა ეძებოს.

“მომდევნო სხდომისთვის სავარაუდოდ, ჩემს მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზებიც მოესწრება, რომლითაც უტყუარად დადგინდება ის, რომ 33 ჭრილობა დანით არაა მიყენებული, არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად, გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს,” – განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები