2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„რეჟიმმა ჩემი ძმა დააპატიმრა,მოკლა და მათი მეხოტბე როგორ ვიქნები” – მაჩალიკაშვილის ადვოკატი

„ნაცებმა ძმა დამიღუპეს და მათი მეხოტბე როგორ ვიქნები” – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

„რეჟიმმა ჩემი ძმა დააპატიმრა. კარლო კუბლაშვილი მოჭიდავე გახლდათ. 2005 წელს, ცნობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, როცა მოჭიდავეებმა პროსპექტი გადაკეტეს. უკვე ცნობილია, რომ მაშინ მოჭიდავეების მიმართ, ვანო მერაბიშვილმა პროვოცირება მოახდინა. აქციაზე, კარლომ სააკაშვილს შეაგინა. რამდენიმე მოჭიდავესთან ერთად, ჩემი ძმაც დააკავეს და 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მერე იყო ნაცების მიერ ინსპირირებული ციხის ბუნტი. კარლომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩაცხრილეს საკნებში პატიმრები. თავად სასწაულად გადაურჩა ამ მოვლენებს. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ საკანში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი. მუდმივად ესმოდა წამებით გატანჯული პატიმრების ღრიალი.

„რეჟიმი მოჭიდავეებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, სხვებმა ბოდიში მოიხადეს, კარლო არ გატყდა, არ შეეპუა, მაგრამ ამდენი წამების შემხედვარეს, ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა. მე ამ დროს ჩვილი ბავშვით ვიყავი, მარტოხელას, თბილისში ბინაც არ მქონდა, დედამ ფიზიკურად დაიწყო შრომა, რათა პატიმარი შვილი ციხეში შეენახა. „რკინის ქალამნები” ჩაიცვა და ძმებ კუბლაშვილებს დახმარება სთხოვა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, კარლო, სრულფასოვანი ცხოვრებით აღარ ცხოვრობს. სახლშია გამოკეტილი, ფსიქიკური პრობლემები გაუმწვავდა. ადამიანებთან აღარ კონტაქტობს. ოჯახიც დაენგრა. ნაცებმა ძმა დამიღუპეს და მათი მეხოტბე მე როგორ ვიქნები”, – აცხადებს კუბლაშვილი .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები