0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფემიციდის ცალკე დანაშაულად გამოყოფა - ლომჯარია პარლამენტს მიმართავს

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფემიციდის შესახებ 2016 წლის კვლევა წარადგინა. დოკუმენტში ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზეა საუბარი.

ანგარიშში მოხვდა მკვლელობის 40-ზე მეტი შემთხვევა, რომელთა უმეტესობა ოჯახში ძალადობით არის განპირობებული.

სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს, რომ ფემიციდი გამოიყოს, როგორც ცალკე დანაშაული.

„იმ საქმეების დიდი ნაწილი, რაც ჩვენ გავაანალიზეთ, რაც დასრულდა ქალთა მკვლელობებით, ქალებს მეტწილად მიმართული ჰქონდათ სამართალდამცავი უწყებებისთვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაჩვენებელი არის გაზრდილი, სამწუხაროდ, არ ხდება ეფექტურად შემდეგ შემთხვევათა მონიტორინგი,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები