1 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაზა სარალიძე პრემიერის გადადგომას ეხმაურება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების კითხვებს ორი საათზე მეტხანს პასუხობდა. მოკლული მოზარდის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში შვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაბარებული. ზაზა სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით აძლევდა.

„მთავარი დარღვევა რაც არის, სად არის მიხეილ კალანდიას სისხლით ამოსვრილი ტანსაცმელი. დღეს მივაწოდეთ ეს კითხვა და ვნახოთ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის მამა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

"როდესაც კვირიკაშვილს შევხვდი, დავრწმუნდი, რომ მან ამ კაცმა ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. მე მაქვს კონკრეტული პრეტენზიები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საქმის შესახებ იცის ყველაფერი და რეაგირებას არ აკეთებენ, ან თუნდაც, იმ მფარველების მფარველად მოგვევლინებიან, თუნდაც, წულუკიანი შოთაძის მფარველად რომ მოგვევლინა. შოთაძე გადადგა, არანაირი პასუხისმგებლობა და პირიქით, ტაში დაუკრა დ ტაშფანდურით გააცილა. რაც შეეხება გახარიას, გუშინაც და გუშინწინაც ვნახეთ მისი დარღვევები რაც იყო, გუშინაც იყო დარღვევა, რომ 2-3 ადამიანი გუშინაც გაიტაცეს უგზოუკვლოდ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები