0 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა

უკვე რამდენიმე დღეა, ძიუდოისტთა ერთი ნაწილი, შოთა ხაბარელის ორგანიზებით, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

მიუხედავად იმისა რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ განცხადება გაკეთდა, ისინი მაიმც არ წყვეტენ ბოიკოტს და დარბაზებში არ შედიან. სწორედ ამიტომ გაჩნდა ლეგიტიმური ვერსია, აქციების კერძო კონტექსტის შესახებ.

ჩვენ, ამ აქციასთან დაკავშირებით კომენტარისთვის ყოფილ ძიუდოისტს, არაერთგზის  პრიზიორს სპორტის ამ სახეობაში და დეპუტატს, თემურ ხუბულურს დავუკავშირდით.

ბატონმა თემურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპორტსმენები გარეთ, აქციაზე არ უნდა იდგნენ, რადგან მათი ადგილი დარბაზში, ტატამზეა. 

"ისინი ახლა დარბაზში უნდა იყვნენ, ტატამზე, უნდა ვარჯიშობდნენ.

რამდენიმე დღის წინ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის.

ქევხიშვილიც აცხადებს, რომ თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ მის წინააღმდეგ, მზად არის ამის განსახილველად. დასკვნა მალე იქნება მზად და ძიუდოისტები უნდა დაელოდონ მას, არ შეიძლება ასე ახირება და ქუჩაში დგომა.

რაღაც წესებსა და კანონებს უნდა დავემორჩილოთ, ასე ხელაღებით გადადგომის მოთხოვნა დაუშვებელია, ამისთვის გარკვეული მტკიცებულებებია საჭირო", - აცხადებს თემურ ხუბულური. 

  

შეგახსენებთ, რომ თემურ ხუბულური მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია ძიუდოში, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, ვერცხლის მედალოსანი ოლიმპიურ თამაშებზე. 1976 წელს კი აბსოლუტური ფალავანი გახდა ქართულ ჭიდაობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები