0 7 : 0 6
 | 

საზოგადოება

„გული მერევა, კარფურში“ ნაყიდ სოსისში - “პრემიოს კანადური“ ეს მატლები იყო!!!“

  ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „კავკასიის“ თანამშრომელმა „კარფურში“  სოსისი იყიდა, რომელიც მატლებით იყო სავსე:

„ფოტოს არ ვაზიარებ, იმიტომ რომ რაც ვნახე გული მერევა და არ მინდა თქვენც გული აგირიოთ. კარფურში ნაყიდ სოსისში “პრემიოს კანადური“ ჩემმა თანამშრომელმა აღმოაჩინა მატლები. ვისაც ამ საძაგლობის ნახვა გინდათ მის ვოლს მიგასწავლით. მე უბრალოდ გაფრთხილებთ ფრენდებს.“

 როგორც გაირკვა, ეს ამბავი „კავკასიის“ მემონტაჟეს, ილია ბუზალაძეს შეემთხვა, რომელმაც ეს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„სხვები რო დებდნენ ხოლმე არ მჯეროდა.... კარფურში ნაყიდი "კანადური" სასისკი, აღარც ჭამა მინდა და აღარც არაფერი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები