1 5 : 3 7
 | 

საზოგადოება

გერმანული პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდი “ჰოლსტენი” უკვე საქართველოშია

სს „ქართული ლუდის კომპანია“ პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის „ჰოლსტენის“ წარმოებას იწყებს. რაინდი H რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა, პრემიუმ ლუდის „ჰოლსტენის“ მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. 

რაინდის ვიზუალი ლუდის ლოგოს ანალოგია. ამით იმის თქმა გვსურდა, რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული პრემიუმ ლუდი უკვე საქარათველოშია და ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 

რაინდი H-მა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყნისათვის აქტუალური თემა იყო - ეს იყო საერო დღესასწაული, მუსიკალური ფესტივალი თუ სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენა.
ლუდი ჰოლსტენიც სწორედ ესე იქნება ყველგან სადაც ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ კითხვას თუ ვინ არის რაინდი H პასუხი გაეცა, ამით კამპანია არ დასრულებულა, ის კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება საზოგადოებისთვის საინტერესო ადგილას“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილქურდაძე. რაც შეეხება ლუდს დღეიდან ის ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 0.5 შუშისა და ქილის და 1 და 2.5 ლიტრიან შეფუთვებში.

„ლუდის ნამდვილი მოყვარულები, ჩვენი კომპანისგან მუდმივად ელიან სიახლეებს. სიახლე რომელსაც ჩვენ დღეს მათ ვთავაზობთ, ნამდვილად იმსახურებს ოვაციებს. გერმანული პრემიუმ ბრენდი ჰოლსტენი დღეიდან მათი საკუთრებაა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, ყველა ლუდის მოყვარულის ცხოვრებაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. „ქართული ლუდის კომპანია“ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე სიახლეს გამოიტანს ბაზარზე", - აცხადებსსს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.
აღსანიშნავია, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ და მისი ბრენდი მსოფლიო ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტის „კარლსბერგის“ ჯგუფის წევრია, რომლის მსოფლიო ბაზრის სამომხმარებლო წილი ასე გამოიყურება: დასავლეთ ევროპა (47%), აღმოსავლეთ ევროპა (31%) და აზია (27%).

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გულში 1879 წელს დაარსდა. სახელწოდება „ჰოლსტენი“ ერთ-ერთი ნორდიკული ტომის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ დღევანდელი ჰამბურგის ტერიტორიაზე სახლობდა. 

სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ჰოლსტენის ტომი აღწერილია, როგორც თავისუფლების მოყვარული, ძლიერი, მხნე ხასიათისა და სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ტომი.
ლუდი "ჰოლსტენი" პოპულარულია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მხოლოდ გერმანიაში მისი სამომხარობლო წილი 11%-ია.

2017 წლის მონაცემებით, "ჰოლსტენის" გაყიდვები გლობალურ ბაზარზე 11.9 მილიონი ჰექტოლიტრია, რაც საქართველოში სხვა გერმანული ლიცენზირებული ლუდების გაყიდვებს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით 91 %-ს აღემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები