1 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ზებრასთან გზა დავუთმე გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში მომავალმა მანქანამ გაიტანა” – ნახეთ, შემზარავი ამბის დეტალები

Facebook ომხმარებელი თორნიკე დარჯანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს დილით ზებრასთან გზა დავუთმე მე-12 კლასელ გოგონას, რომელიც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მანქანამ გაიტანა. აქ ვერ მოვყვები რა დამემართა…

რამდენიმე დასკვნა:
1. აზრი არ აქვს საერთოდ ამ ზებრების დახაზვას, იმიტომ რომ სიკვდილის ზონებს ვქმნით. ამ ქვეყანაში არის კატეგორია, რომელმაც არ იცის უბრალოდ რას ნიშნავს ზებრა. არათუ ზებრა არ იცის, არ იცის ნიშნის წაკითხვა, რომ სპეციალურ ზონაში მოძრაობს, დააკვირდით ნიშანს, ეს მოხდა საბავშვო ბაღის და სკოლის წინ.
2. სახელმწიფო არაფერს აკეთებს სამოქალაქო განათლების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.
3. პირველადი დახმარების აღმოჩენის გონზე არაა არავინ. რამდენიმე აპირებდა ბავშვის იქვე მე-8 საავადმყოფოში ხელში აყვანით გადაყვანას.
4. სასწრაფო გინდ გვყოლია, გინდ არა, როგორც ყოველთვის მოსვლა დააგვიანდა (მიზეზები გასაგებია, საცობში იდგა).
5. ეს ალბათ ჩვენი პანიკიორი, თუ უმწეო ხასიათის ბრალია, ყოველმა გამვლელმა რომ უნდა ჰკითხოს ნაავარიებ გათიშულ ბავშვს, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, ცოცხალია თუ არა და ა.შ.
6. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბავშვს ამტყუნებდნენ, რომ ზებრაზე “სწრაფად გადაიარა”.

პ.ს. ეს გოგონა სასწაულებრივად გადარჩა და გონზეც მოვიდა, ალბათ რამდენიმე ადგილას მოტეხილობა მიიღო და სერიოზული არაფერი სჭირს.

ჩვენც კი ცხოვრებას ვაგრძელებთ ათასი საფრთხით სავსე ქალაქში"

  მოგვიანებით, აიტივის ჟურნალისტს აღნიშნული ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ავარია არა ზებრაზე , არამედ მის მოშორებით მოხდა.

 ამასთან, თვითმხილველის თქმით, მძღოლი  საკმაოდ დაბალი  სიჩქარით მიდიოდა, ამიტომაც ავარია, სავალალო შედეგით არ დასრულებულა.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები