0 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"შსს სრულ მზადყოფნაშია, იმისთვის, რომ ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა. 

„მობილიზებულია პოლიცია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ყველა იმ პირის უსაფრთხოება, ვინც აღნიშნულ აქციაზე გამოცხადდება. 

ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური და ხშირი მოლაპარაკებები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორია. 

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აღნიშნულ აქციაში ჩართვაზე, ჩვენს გეგმებში არაფერი შეცვლილა. შსს სრულ მზადყოფნაშია, იმისთვის, რომ ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას", - აღნიშნავს თოლორაია 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები