0 2 : 0 7
 | 

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღე - სად რა ღონისძიებები გაიმართება დღეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს საპატრიარქო მრავალათასიანი მსვლელობისთვის ემზადება. სასულიერო პირები და მრევლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს. მსვლელობის მონაწილეები ქალაქში დილიდან ყველა ცენტრალურ ლოკაციას დაიკავებენ. შეკრების თავდაპირველი ადგილი ფილარმონიაა, რის შემდეგაც საპატრიარქო ხალხს ვარდების მოედანზე ეპატიჟება - აქ მრევლი ოჯახური სიწმინდის დღეს აღნიშნავს. საქართველოს მაშტაბით ეკლესიაში 300-მდე ოჯახის საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდება. თბილისში მომლოცველებს 40-ზე მეტი ეპარქიიდან ავტობუსებით ჩამოიყვანენ. 

საპატრიარქო ძალოვნებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.

"ადამიანებმა, რომლებიც გამოირჩევა რადიკალური გამონათქვამებით ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჯობია რომ თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან," - აცხადებს მამა შალვა კეკელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები