0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსთავის საკრებულოს დელეგაცია თვითმფრინავიდან სიმთვრალის გამო გამოაძევეს

ქალაქ რუსთავის დელეგაცია, თვითმფრინავიდან არაფხიზელი მდგომარეობის გამო გამოაძევეს. 

დელეგაციას, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცა. 

შესაბამისად, ბორტიდან მოხსნეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ-ერთის სახის ფერი არ მოეწონა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.

"იმედის" ინფორმაციით, 10 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. 

ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები