0 2 : 3 5
 | 

საზოგადოება

მსოფლიოში მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა

კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი საქართველოშიც აიღო

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გაიმართება.  პრესკონფერენცია კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით ეწყობა და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. 

პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ექიმები, პაციენტები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით,  „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა და  სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის გამოწვევა წარმოადგენს.

დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ჰიპერტენზიისა და მისი სირთულეების შესახებ, საზოგადოების ერთმა  ნაწილმა იცის დაავადების თაობაზე, მაგრამ არ აღიქვავს მას  სერიოზულად, მეორე ნაწილს კი აქვს  არტერიული წნევა, მაგრამ არ აკონტროლებს.

პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდება 17 მაისს,  კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის  #გაიზომეწნევაამასშენთვისგეუბნები შესახებ. აქტივობა იქნება  გადამდები,  მოწოდების სახის და მაგალითი მეგობრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, ახლობლისთვის, მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის -  აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დაინახონ  და გააცნობიერონ მისგან გამოწვეული სირთულეები და პრობლემები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    თბილისის საკრებულომ "ვარდების მოედანს" სახელი გადა...

    დღეს, 25 მაისის თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ვარდების რევოლუციის მოედანს" სახელი გადაარქვეს და "პირველი რესპუბლიკის" სახელი მიანიჭეს.სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ...

  • 15:07

    ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებ...

    26 მაისს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის (ლოკომოტივი) საკონფერენციო დარბაზში ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი და საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live   პრესკონფერენციას გ...

  • 14:44

    თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 ...

    26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებენ...

  • 11:59

    საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო...

    25 მაისი, 2018 -საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დ...

  • 10:16

    თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას...

    თიბისი სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მომდევნო დღეების განმავლობაში ღონისძიებებს გეგმავს. 25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თარიღი...

  • 00:15

    რა მოხდა ენგურჰესზე და რატომ ჩაბნელდა ქვეყნის ნაწი...

    ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვამ ენერგოსისტემა...

  • 23:25

    25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიდილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. საინტერესო საუბრები და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. კუროცნობისმოყვარეობამ შეიძლება შიშებიც დაგაძლევ...