0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ექიმი ფოტოს გამოქვეყნებისთვის ბოდიშს იხდის

გუშინ ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ოფთალმოლოგმა, ბაჩო შენგელიამ ქალთან ერთად გადაღებული ინტიმური ფოტო გაავრცელა, უცენზურო კომენტარით.

გარდა იმისა, რომ პირადი ცხოვრების შესაძლო დარღვევას ეხებოდა საქმე, მან ქალი რასისტულ კონტექსტში მოიხსენია.


მოგვიანებით ექიმმა პოსტის შესახებ განმარტება გააკეთა და ბოდიში მოიხადა.


„2018 წლის თებერვლის თვეში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში დავიწყე მოღვაწეობა საქველმოქმედო მიზნით, ექიმ ოფთალმოლოგად. გავიცანი უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანი. ფოტოზე აღნიშნული ქალბატონი გავიცანი არასამედიცინო გარემოში და მთელი იქ ჩემი ყოფნის პერიოდში გვქონდა იდეალური ურთიერთობა, მიუხედავად ეთნიკური, სოციალური, კანის ფერის და განსხვავებული რელიგიური მრწამსისა.


სწორედ ჩემი ემოციის და ანტიქსენოფობიური მოსაზრების დაფიქსირება მსურდა იმ ქსენოფობიურ სიუჟეტზე, რომელზეც ხანგრძლივი დისკუსია გავმართეთ. ემოციურ ფონზე სამწუხაროდ არასწორად და არაეთიკურად იქნა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება გადმოცემული, თან მხოლოდ ეს არაეთიკური ნაწილი იქნა გამოყენებული (screen), რამაც Facebook-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. ამ არაკორექტული და არაეთიკური ნაწილის გამო, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას!" - წერს ექიმი ბაჩო შენგელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები