0 5 : 1 0
 | 

საზოგადოება

ნათელა გობაძე: ,,ვეფხიამ ჯაჭვით დამაბა და რამდენიმე დღე ძალადობდა ჩემზე, ხელის მოსაწერადაც ძალით წამიყვანა”

თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის დედა ადასტურებს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვეფხია ბაქრაძესთან იქორწინა. ნათია გობაძე ამბობს, რომ თუ მასთან ერთად იუსტიციის სახლში ხელისმოსაწერად არ წავიდოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

-დამემუქრა, თუ ხელს არ მოვაწერდი, ყელს გამომჭრიდა. ხელი იუსტიციის სახლში მიმდინარე წლის 30 მარტს მოვაწერეთ. იძულებული გავხდი, გავყოლოდი, არ გავუძალიანდი, რადგან შემაკავებელი ორდერის დაწერას ვგეგმავდი და ამისთვის ვემზადებოდი, რომ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები შემეგროვებინა. გარდა ამისა, მე უცხოეში წასასვლელად ვემზადებოდი.

მისი მხრიდან ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა იყო. საპყრობილე, რომ დატოვა, მალევე სამსახურთან დამხვდა, ფეხები შემიკრა და კუმისში წამიყვანა, სადაც ახლადნაყიდი სახლი ჰქონდა. იქ ჯაჭვებით დამაბა და ფიზიკურად ძალადობდა. რამდენიმე დღე ასე ვიყავი, მერე წამლები მომიტანა და მასმევდა, ასე ვიყავი 2 კვირის განმავლობაში. სამსახურში დამარეკინა, რომ ცუდად ვიყავი და ვერ მივიდოდი, – იხსენებს გარდაცვლილის დედა.

ნათია გობაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში განცხადება დაწერა, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ მისი შვილის სოციალური დახმარების საკითხზე.

-ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორიჯერვე მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს, სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას გამო ამას გავაკეთებდი.

მე და ლიკა წავედით ავლაბარში, ზუსტად არ მახსოვს, რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით – "შეიწყალეთ ვეფხო”. ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები მეთქი, – აღნიშნა ნათელა გობაძემ.

იმედინიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:04

    მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა...

    "სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ არსება რომელიც ფოტოებში ჩანს მზესუმზირის პაკეტში აღმოაჩინაკომპანიის პასუხს მოგვიანებით გავავრცელებთ" - წერს "Rustavi Today"....

  • 15:35

    თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ...

    თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ. ტურისტების ადგილსამყოფელი იციან, თუმცა რთული რელიეფისა და ამინდის გაუარესების გამო ვერტმფრენი მიახლოებას ვერ ახერხებს. „ორ ტურისტს უკვე რამდენიმე საათია ვეძე...

  • 14:54

    აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმით ...

    თბილისის 175-ე სკოლაში აბიტურიენტი, გიორგი ჟუჟუნაშვილი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია edu.aris.ge-მ გაავრცელა."სანამ გამოცდაზე წავიდოდი,&n...

  • 14:10

    15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებე...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალ...

  • 13:32

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილ...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილოგრამზე მეტი კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობები ამოიღო.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებ...

  • 12:10

    გიორგი დონაძე: “საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ც...

    საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობა მრავალმხრივია: ქართული ხალხური მუსიკა, საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფესტივალები...

  • 23:10

    19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიაზარტული და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ საქმეების, ვალდებულებების შესრულება. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს არ უნდა ენდოთ. შეიძლება შემოგეხმიანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობარი. კუროწარმ...