2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ყავის ფალსიფიკაციისთვის ერთი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.  უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ყიდდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები