0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინოკონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხზე  კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.

მისი თქმით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე.

„ეს არის დროებითი ზომა, რათა საკვებად გამიზნული თურქული კარტოფილი არ იყოს გამოყენებული სათესად“,- განაცხადა ლიპარტიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები