1 9 : 2 1
 | 

საზოგადოება

გუდაურში დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

ჩამოტვირთვა

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ვერტმფრენი ღუდუშაურის კლინიკის ეზოში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. 

გუდაურიდან ასევე ელოდებიან მეორე ვერტმფრენს, რომელიც შვედეთის მოქალაქეს ჩამოიყვანს, რომელიც ფეხმძიმედაა. მასთან ერთად ამავე ვერტმფრენით მოხდება კიდევ სამი დაშავებულის გადმოყვანა.

გარდა ამისა, გუდაურიდან თბილისისკენ უკვე გამოემართა ორი რეანომობილი, რომელსაც დედაქალაქში ასევე ორი ტურისტი გადმოჰყავს. 

შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები