2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Social Impact Award პროგრამის გახსნითი ღონისძიება

16 თებერვალს, 17:00 საათზე, Fabrika-ში Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის პარტნიორი უკვე, მეორე წელია საქართველოს ბანკია. გახსნით ღონისძიებას დაესწრებიან პროგრამის ორგანიზატორები, მხარდამჭერები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

Social Impact Award (სია) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.

პროგრამის ორგანიზატორია Impact Hub Tbilisi. მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, აჭარა ჯგუფი, ფოთის ტერმინალი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები