1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთში შვილთან ერთად იმყოფება

ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აქვეყნებს. 

საბერძნეთში, გიორგი მარგველაშვილი  დელეგაციის წევრებთან ერთად უამრავ ღონისძიებას დაესწრო. 

ბერძენ კოლეგასა და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრების შემდეგ ქართულმა დელეგაციამ ანტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი - ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პანთეონის ტაძარი დაათვალიერა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი გამოფენაც დაათვალიერა.

დოკუმენტური გამოფენა სახელწოდებით „ბერძნულ-ქართული ურთიერთობების 100 წელი“ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და კულტურულ ურთიერთობებს ასახავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები