0 0 : 0 0
 | 

საზოგადოება

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა დასრულდა - 43,972 ლარი მზურნველობამოკლებული მოზარდებისთვის

„ფონდი ნატახტარის“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“  თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა დასრულდა. კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა პრესის წარმომადგენლებს ფონდის სამომავლო გეგმების, ინიციატივებისა და შეგროვებული თანხის შესახებ ანგარიში წარუდგინეს და   დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა 8 ნოემბერს დაიწყო და 8 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 43, 972 ლარი  შეგროვდა. „ფონდი ნატახტარის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ასევე გააცნეს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის შედეგები, მიმდინარე პროცესები ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამომავლო გეგმები.

 „2018 წელშიც გავაგრძელებეთ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მყოფი მოზარდების დახმარებას. ბენეფიციართა რაოდენობა იქნება ისევ 120-150, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ 30 მცირე საოჯახო სახლთან, 15 და უფროსი ასაკის მოზარდებთან და ასევე იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა,“ - განმარტა მანანა ომარაშვილმა.

„აღნიშნული თანხა მიმართული იქნება მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად, რათა ისინი მოვამზადოთ დამოუკიდებელი და ღირსეული  ცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვახორციელებდით ახალგაზრდების მხარდაჭერის ე.წ. ადვოკატობის კამაპნიას, ამით ჩვენ გვინდა მოვახდინოთ სინერგია კერძო სექტორსა და ბიზნესს შორს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობის ჩართლობას. ამით ჩვენ შევძლებთ ზრუნვის სიტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარების გაძლიერებას,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა.  გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდმა ნატახტარმა“  ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები