0 0 : 0 1
 | 

საზოგადოება

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილა აქტიურ საქმეებს დაუთმეთ. მოთოკეთ ემოციები; დაფიქრით, სანამ რამეს იტყოდეთ. საღამოს, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

კურო
ენერგიული და ჰარმონიული დღე გელით. დილით კარგია ვარჯიში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან; ერთად შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. 

ტყუპი
მოერიდეთ ურთიერთობების, საქმეები გარკვევას; ნუ ჩაერევით სხვის ცხოვრებაში. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. საღამოს ნუ გაჯიუტდებით. 

კირჩხიბი
ნუ შეასრულებთ ყველას საქმეს მარტო. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას. მზრუნველობა და დიპლომატიურობა გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. 

ლომი
არ იზარმაცოთ და ვერც სასურველს მიაღწევთ ოცნებებით. გააქტიურდით სააქმეების მოსაგვარებლად. იზრუნეთ მშობლებზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

ქალწული
კარგი დღეა ტექნიკური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე, ფიზიკური აქტიურობისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თქვენი სასიყვარულო პარტნიორი. 

სასწორი
მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენას; განსაკუთრებით, ოქტომბერში დაბადებულები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. 

მორიელი
ჰარმონიული, პოზიტიური დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და მეზობლებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. 

მშვილდოსანი
იყავით მეტად პრაქტიკული. აკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რაც წარმატებას მოგიტანთ და ნუ ეცდებით ყველას გაკონტროლებას. შეიძლება მოიმატოს გაუთვალისწინებელმა ხარჯმა. 

თხის რქა 
დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები. იანვარში დაბადებულები მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. გაფრთხილდით, სტრესული, ტრავმული დღეა. 

მერწყული
შეიძლება ისე არ გამოვიდეს საქმე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. ან საყვარელმა ადამიანმა გაგიცრუოთ იმედი. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური ან სულიერი გადატვირთვა ქრონიკული დაავადებებისკენაა მიმართული. 

თევზები
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, სასიყვარულო პარტნიორთან. ნუ ხართ ზედმეტად ემოციური, მეოცნებე. სწრაფად და დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები