0 8 : 3 3
 | 

საზოგადოება

შსს - ,,გუმათჰესის" ტერიტორიაზე ხანძარი აფეთქების შემდეგ გაჩნდა

გუმათჰესის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. 

ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო."-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:04

    მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა...

    "სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ არსება რომელიც ფოტოებში ჩანს მზესუმზირის პაკეტში აღმოაჩინაკომპანიის პასუხს მოგვიანებით გავავრცელებთ" - წერს "Rustavi Today"....

  • 15:35

    თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ...

    თეთნულდზე ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ. ტურისტების ადგილსამყოფელი იციან, თუმცა რთული რელიეფისა და ამინდის გაუარესების გამო ვერტმფრენი მიახლოებას ვერ ახერხებს. „ორ ტურისტს უკვე რამდენიმე საათია ვეძე...

  • 14:54

    აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმით ...

    თბილისის 175-ე სკოლაში აბიტურიენტი, გიორგი ჟუჟუნაშვილი ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნების ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია edu.aris.ge-მ გაავრცელა."სანამ გამოცდაზე წავიდოდი,&n...

  • 14:10

    15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებე...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალ...

  • 13:32

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილ...

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 კილოგრამზე მეტი კონტრაბანდული ოქროს ნაკეთობები ამოიღო.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებ...

  • 12:10

    გიორგი დონაძე: “საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ც...

    საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობა მრავალმხრივია: ქართული ხალხური მუსიკა, საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფესტივალები...

  • 23:10

    19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიაზარტული და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ საქმეების, ვალდებულებების შესრულება. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს არ უნდა ენდოთ. შეიძლება შემოგეხმიანოთ საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობარი. კუროწარმ...