1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში ელოდებიან

საუკუნეების შემდეგ ინდოეთში, დაგრასას მონასტერში, აღმოჩენილი ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის წმინდა ნაწილები გოას არქეოლოგიის მუზეუმიდან 6 თვით საქართველოში დაბრუნდება. ორ ქვეყანას შორის რამდენიმეწლიანი მოლაპარაკება, თითქმის, დასრულებულია.

უკვე მზად არის გეგმა, რომელიც კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოსთან თანამშრომლობით მოამზადა. მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული დედოფლის წმინდა ნაწილებს ეროვნულ მუზეუმში, სამების ტაძარსა და საქართველოს ყველა ეპარქიაში დააბრძანებენ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით დაბრუნებასთან დაკავშირებით დაგეგმილია სემინარები და სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით განხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები