0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პირბადის ტარება სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ტრანსპორტში - სტატია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

თუ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ორ მეტრიან დისტანციას არ დაიცავენ, პირბადის გამოყენება სავალდებული იქნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, მთავრობამ მიიღო დადგენილება, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი, თუ სად უნდა ატარონ მოქალაქეებმა პირბადე სავალდებულოდ.

„პირბადის ტარება აუცილებელი იქნება საჯარო და კერძო ოფისებში შეხვედრის გამართვის დროს, სადაც შეუძლებელია ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. მაგალითად, უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე, თუკი შეუძლებელი იქნება ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება აუცილებელია. ასევე შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია პრეზენტაციის გაკეთებისას პირბადე არ გაიკეთოს, მაგრამ როცა დისტანცია დაცული აღარ იქნება, პირბადე უნდა გაიკეთოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. მეზვრიშვილის განმარტებით, ჯარიმა არ შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობა არ აძლევს საშუალებას და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირბადის არტარება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20, ხოლო იურიდიულის 500 ლარით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:33

    კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ – ჯაღმაიძე ფარულ ...

    ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲪᲣᲓᲘᲐ ᲗᲣ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔᲐ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ. ᲘᲡᲔ, ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲘᲓᲐᲜ ᲤᲐᲑᲠᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘᲪ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲒᲕᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ, ᲪᲘᲚᲘᲡᲬᲐᲛᲔᲑᲔᲑᲘᲪ. ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲓ, ᲗᲐᲕᲐᲓ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲔᲑᲛᲐ ᲨᲔᲒᲕᲐᲩᲕᲘᲔᲡ, ᲠᲝᲛ ...

  • 08:21

    "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკას...

    ოთხი ტელეკომპანია: "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ტელეკომპანიებ...

  • 11:26

    ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა...

    დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ...

  • 16:47

    ბერას ხმით მოსაუბრე 13-18 წლისაა, ღარიბაშვილის – 2...

    პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ “ტვ პირველის’ ეთერში გასული აუდიოჩანაწერებში ბერას ხმით მოსაუბრე პირი 13-18 წლის ასაკისაა, ღარიბაშვილის – 25-30 წლის, ხოლო...

  • 14:17

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დ...

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5...

  • 12:15

    გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა...

    გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა: ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ...

  • 20:17

    4-11 მაისი უქმედ ცხადდება – მთავრობა დამსაქმებლებს...

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, &ndas...