0 6 : 1 7
 | 

მთავარი თემა

„600 მეტრზე ვიყავი მე... უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის" - დაშავებული მეშახტის პირველი კომენტარი

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 მეშახტიდან ორი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ტყიბულის საავადმყოფოში დარჩენილი 4 მეშახტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, უცნობია, დაშავებული მამაკაცი დაექვემდებარება თუ არა ტრანსპორტირებას.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ორი მეშახტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთის განცხადებით, მან შახტში მომხდარი აფეთქებისას გონება დაკარგა და არაფერი ახსოვს. 

მეორე დაშავებული, რომელსაც მაღალი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული "კურიერთან" იხსენებს, რომ აფეთქების შემდეგ შახტიდან გამოღწევას თანამშრომლები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

„600 მეტრზე ვიყავი მე... უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის. დაბნელებული ყველაფერი, ხელის ფათურით, ბოდიალით, ნელ-ნელა... იმ ჰორიზონტზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არსაიდან სინათლე აღარ ჩანდა,“- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები