0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თუ ჩაიდინა, ისიც ვიღაცამ ჩაადენინა ძალით - ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის დედა

რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული მალხაზ კობაურია დედა შვილთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს.

დაკავებულის დედა აცხადებს, რომ ბოლოს მის შვილს 7 ივლისს ესაუბრა და მაშინ კობაურია მას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ უყვებოდა.

დაკავებული ახალგაზრდის დედის თქმით, მისმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ხადას ხეობაში მოხდა მკვლელობა, მოკლულები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დაკავებულის დედა დარწმუნებულია, რომ დანაშაული მის შვილს არ ჩაუდენია და აცხადებს, რომ სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო ისჯება ის.

ის შსს-ს მიმართავს, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება.

„ერთადერთი ეს თქვა, რომ მე კარგად ვარ, მკვლელობა მოხდა, დაბლა ჭალასო, ისეთი ამბავია, რომ არ ვიციო... თუ ჩაიდინა ისიც, ვიღაცამ ჩაადენინა ძალით, ჯერ ერთი, თუ ჩაიდინა. მე იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს როგორც წესი და რიგია, მართლა დაიჭერენ იმ დამნაშავეს,“ - განაცხადა დაკავებულის დედამ.

ბრალდებული ახალგორში სამუშაოდ დადიოდა, გასულ წელს კი ახალგორის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რის გამოც გადაწყვიტა, რომ სამუშაოდ ხადას ხეობაში წასულიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები