1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ჩუმი განგაშის გაგზავნა (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა - "112“-მა მობილური აპლიკაცია შექმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა.

შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.

აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“).

"შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად „112“-ის დღესთან დაკავშირებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლ-ცენტრს“ ეწვია.

ღონისძიებაზე „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა „112“-ის რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

11 თებერვალს, 112-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა. ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს „112“ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები