2 3 : 5 3
 | 

მთავარი თემა

ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული იპოვეს

  ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს. დავით ტორიაშვილის ცხედარს სამართლდამცველებმა ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს.

 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა, 10 დღის წინ დაიკარგა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები