1 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ექსკლუზივი: მკვლელობაში ბრალდებულ და მიმალვაში მყოფ მოსწავლეს ბერა ივანიშვილი მფრაველობს?

   მოსწავლე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიანი გარჩევის დროს,  მკვლელობაშია ბრალდებული და მიმალვაში იმყოფება, ვანიკო და სერგი ნაკაიძეების დისშვილია.  ასევე,  სანდო წყაროს ცნობით,სერგი ნაკაიძე და ბერა ივანიშვილი ახლო ძმაკაცები არიან . 

  რამდენიმე საათის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით,  ნინუკა ბორჩხაძემაც   გაავრცელა  სკანდლური პოსტი, სადაც იმაზე საუბრობს, რომ ეჭვმიტანილს  მილიონერი ბიძა მფარველობს:

"არსებობს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამერიკაში მყოფი ბიზნესმენების ნაკაიძეების დისშვილია. ერთ-ერთი ნაკაიძე ამჟამად იმყოფება პროკურატურაში დაკითხვაზე. ჩემთვის (და რასაკვირველია, არამხოლოდ ჩემთვის) ცნობილია, რომ მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს რომელიღაც ეკლესია იფარებს, მილიონერი ბიძა კი ამ დროს საქმეს "აგვარებს".

 რაც შეეხება სუბელიანს, პროკურატურას სუბელიანი ვანოს საქმეზე დეტალების გამხელით ემუქრება. ეს თუ გაუვიდათ, ეს თუ შერჩათ, თუ ყველა დეტალს არ ჩაეძიეთ, სერიოზული წნეხის ქვეშ არ მოაქციეთ პროკურატურა, სამართალდამცავები და სადისტური, ჯგუფური მკვლელობის მონაწილეები, გავლენიანი და ფულიანი ბიძების ჩათვლით, - ამ ორი ბავშვის ხორავას ქუჩაზე აჩეხვა, დაკვლა, ხახვივით შერჩებათ. 

აქვე მაინტერესებს, როდიდანაა არგუმენტი პროკურატურის პროკურატურისთვის, ვინმეს გამოძიებასთან თანამშრომლობა-ართანამშრომლობა?! კამერების ჩანაწერებით ვერ დაადგენთ ჩხუბში, შემდეგ კი, სადისტურ მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობას??? გამოძიებასთან თუ არ თანამშრომლობენ, ამან ბრალი უნდა დაუმძიმოს, ასე არაა?. დაკავებას რა უდგას წინ???? 

 ადამიანებო, მშობლებო, ბავშვებო! ნუ შეარჩენთ ამ სადიზმს მკვლელებს, არავინ იცის, როდის აღმოჩნდებით თავად მსხვერპლის ან ოჯახის ადგილას!!!!“

 შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს. 

  სამართალდამცველებმა შემთხვევა მეორე დღესვე გახსნეს. პოლიციამ ერთი მოზარდი, რომელიც პირველი ექსპერიმენტულის მოსწავლეა, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდი გაქცეულია და მის კვალს პოლიციამ ჯერჯერობით ვერ მიაგნო


კომენტარები

მსგავსი სიახლეები