1 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, ეს ჩვენი ერის თავდადებისა და მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია"

   ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია, მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტსა და ესტონურ დელეგაციას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს.

პრემიერის განცხადებით, ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. 

“თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად, გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია, მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც საქართველო და ესტონეთი წარმატებით თანამშრომლობს. 

”რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები